უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც ,,ბასიანმა“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის – რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა. საჩივარი ყაზახეთის „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც, ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
მომდევნო – შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფებურთო კლუბთან ერთად მიიღებს.
წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს:
22 აგვისტო, ბასიანი – ცენტრალური შოტლანდია
25 აგვისტო, ბასიანი – აპოელ ბიკატ (ისრაელი)
28 აგვისტო, ბასიანი- ზენიცა-დობოი (ბოსნია)