ბათუმის ‘დინამოს” მძლეველმა, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის “სლოვანმა” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბუდაპეშტში “ფერენცვაროშს” მოუგო (2:1). სლოვაკთა ჩემპიონის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ ლეგიონერებს მიუძღვით. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ 81-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხუთიოდე წუთის შემდეგ კი გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა ტიგრან ბარსეგიანს გაუკეთა. მატჩი შეუცვლელად ჩაატარა “სლოვანის” კიდევ ერთმა ქართველმა ჯაბა კანკავამ.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 27 ივლისს გაიმართება.
მთავარი ნიუსი ქართველებმა ბუდაპეშტში “ფერენცვაროში” დაამარცხეს