ევროპის B დივიზიონში სათამაშოდ ემზადება საქართველოს 6-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ამჟამად შეკრებაზე ლატვიაში იმყოფება. მზადების ფარგლებში სპარინგ-მატჩებს მართავს. 14 ივლისს ჩვენმა ნაკრებმა პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე მომავალ მეტოქესთან, ესტონელ თანატოლებთან გამართა და გამარჯვებას მიაღწია. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბალტიისპირელებს დამაჯერებელი სხვაობით – 79:60 სძლია.
ჩვენს ნაკრებში 15 ქულით, 7 პასითა და 3 ჩაჭრით ყველაზე შედეგიანი იყო ნიკოლოზ აბულაძე. 12 ქულა და 6 მოხსნა ლუკა მუჯირიშვილმა დააგროვა, 8 ქულა და 6 მოხსნა თემური კაპანაძის ანგარიშზე დაგროვდა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი ავთანდილ ბახტაძემ მიითვალა. მის ანგარიშზე 10 ქულა და 10 მოხსნაა. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც 10 ქულა მოაგროვა, ალექსანდრე დაუშვილია.
საქართველო ევროპის 16-წლამდელთა B დივიზიონში 11-20 აგვისტოს იასპარეზებს. ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია უმასპინძლებს და საქართველოს ჯგუფში მეტოქეებად ავსტრია, ესტონეთი, უნგრეთი, კვიპროსი და ბელგია ეყოლება.
კალათბურთი 16-წლამდელებმა ესტონეთი დაამარცხეს