„ლიდსი“ როტერდამის „ფეინოორდს“ თავდამსხმელ ლუის სინისტერას ტრანსფერზე შეუთანხმდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. ინგლისური კლუბი კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის. 23 წლის სინისტერას ნიდერლანდელებთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში კოლუმბიელმა როტერდამელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 49 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ის „ფეინოორდის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან როტერდამელებთან ერთად კონფერენს ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც იტალიის „რომასთან“ (0:1) დამარცხდა.
