გიორგი წიტაიშვილი კარეირას პოზნანის “ლეხში” განაგრძობს. პოლონეთის ჩემპიონმა საქართველოს ერონული ნაკრების ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. “ლეხის” პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 წლის გარემარბი, რომლისთვის არც დაცვაში თამაშია უცხო, კიევის “დინამოდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა.
„მე გარემარბი ვარ, მაგრამ ნაკრებში ზოგჯერ დაცვის მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ. ჩემს სათამაშო სტილს რაც შეეზება, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი საუბარი არ მიყვარს, რადგან გულშემატკივრები მოედანზე თავად მიხილავენ. ჩემთვის უმთავრესი გუნდის გამარჯვებაა, რისთვის ყველაფერი გავაკეთე. დიდი ამბიცია მაქვს. ჩემთვის „ლეხი“ ტოპკლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მსურს გუნდა ამ ტურნირში და ასევე პოლონეთის ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო, რათა ჩემს ჯილდოებს კიდევ ერთი შევმატო“ – განაცხადა წიტაიშვილმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
„გიო ფეხბურთელია, რომელმაც გაზაფხულზე ჩვენს ლიგას გაეცნო და თავი კარგი კუთხით წარმოაჩინა. მისთვის დამახასიათებელია უდიდესო დინამიკა, ორთაბრძოლებში გამარჯვება, მარცხენა ფეხით კარგი დარტყმა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ის გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ახლა მის კარგ თამაშს ჩვენს გუნდში ველოდებით“ – განაცხადა „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამ.
შეგახსენებთ, რომ “ლეხში” საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს, რომლისთვის მომავალი სეზონი გუნდში მესამე იქნება.
