თბილისის „საბურთალო“ კიდევ ერთ ფეხბურთელს დაემშვიდობა, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უბილავას და საქართველოს თასის მოქმედ გამარჯვებულს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
28 წლის უბილავა „საბურთალოს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და 7 მატჩი ჩაატარა. მანამდე, ის 2013-2020 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა. უბილავამ “საბურთალოსთან” განშორების შემდეგ ისევ “ლოკოს” მიაშურა.





