ბოლნისის „სიონმა“ მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით თბილისის „ლოკომოტივთნ“ გაიმარჯვა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბოლნისელებმა თბილისელებს „თამაზ სტეფანიაზე“ უმასპინძლეს და მეტოქეს 5 ბურთი გაუტანეს.
მე-16 წუთზე მასპინძლების კაპიტნის ვარლამ კილასონიას შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და მეტოქის საჯარიმოში მყოფი ლუკა ჩაგანავას პასის მერე ირაკლი ჭიაბრიშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:0.
მე-19 წუთზე ივანე ფოცხვერიამ შორი მანძილიდან გაისროლა და „ლოკომოტივის“ მეკარე სახტად დატოვა – 2:0. 24-ე წუთზე ჭიაბრიშვილმა მარცხენა ფრთიდან მასპინძლების საჯარიმოში ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა და გიორგი ომარაშვილმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
54-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ საჯარიმო დარტყმი შესრულების დროს პასი „ლოკომოტივის“ კართან გააკეთა და ლუკა ხორხელმა თავით ახლო კუთხეში გაიტანა – 3:1. ის 6 გოლით ამ სეზონში „სიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ორ წუთში თავის ძმას მხარი ნუჯა ხორხელმა აიღო, რომელმაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და მეტოქის საჯარიმოში შესულმა „ცაციათი“ რეზო ლომიძე დაამწუხრა. მის ანგარიშზე მიმდინრე სეზონში 7 გოლია.
81-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან თომა ტაბატაძის გადაცემის მერე, „ლოკომოტივის“ კარის წინ მყოფმა ნიკა ღამბარაშვილმა ქუსლით გაიტანა – 5:1.
„სიონი“ 20 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო ალექსანდრე ინწკირველის გაწვრთნილმა „ლოკომოტივმა“ სეზონში პირველი მატჩი წინა ტურში მოიგო და 3 ქულით ბოლოა.





