ბეილი „რეალიდან“ წავიდა

0
64

გარეთ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ წავიდა. უელსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამას იმიტომ ვწერ, რომ ჩემს თანაგუნდელებს წარსულში და ამჟამინდელებს მადლობა გადავუხადო, ასევე მწვრთნელებს, კლუბის თანამშრომლებს და გულშემატკივრებს, ვინც მხარს მიჭერდა.
„რეალში“ 9 წლის წინ ძალიან ახალგაზრდა ბიჭი მივედი, რომელსაც თავისი ცხოვრების ოცნების ასრულება და ამ კლუბში თამაში სურდა. მე მინდოდა ეს მაისური მეტარებინა, ამ ემბლებით მკერდზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამოვსულიყავი, ტიტულები მომეპოვებინა და ამ რაღაც დიადის ნაწილი ვყოფილიყავი.
ახლა მსურს, რომ უკან გავიხედო და გულწრფელად ვთქვა, რომ ოცნება სინამდვილე გახდა და უფრო მეტიც. „რეალის“ ნაწილად ყოფნა და იმის მიღწევა რასაც ჩვენ მივაღწიეთ დაუჯერებელი გამოცდილებაა, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ. ეს ჩემთვის პატივი იყო. მადლობა“ – დაწერა ბეილმა, რომელმაც „რეალში“ ყველა ტურნირში 258 მატჩი ჩაატარა და 106 გოლი გაიტანა.
მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, ევროპის უეფას სუპერთასი 3-ჯერ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო.