ჩხეტიანი „ტორპედოში“ ბრუნდება

0
27

კახა ჩხეტიანი ქუთაისის „ტორპედოში“ ბრუნდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ 16:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, კლუბის ხელმძღვანელები გულშემატკივრებს შეხვდებია და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხს განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით „ტორპედოს“ 44 წლის ჩხეტიანი ჩაიბარებს.
პირველად ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე ავარჯიშებდა.
მან გუნდს 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, 2016 და 2018 წლებში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაპოვებინა, ხოლო 2018 და 2019 წლებში საქართველოს სუპერთასი ააღებინა.
ის „ტორპედოს“ ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელი, ვინც გუნდს სამივე ტიტული მოაგებინა.
ჩხეტიანი თბილისის „დინამოსაც“ ავარჯიშებდა – 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აგვისტომდე.
იგი “ტორპედოში” 2021 წლის ივნისში დაბრუნდა და იმავე წლის დეკემბრამდე მუშაობდა, ვიდრე გია ცეცაძე არ შეცვლიდა.
მას “ტორპედოდან” გაშვების მერე, კლუბთან ფინანსური დავა ჰქონდა და კონტრაქტოს გაწყვეტისთვის საკომპენსაციო თანხას ითხოვდა.