მბაპე საფრანგეთში საუკეთესოდ ზედიზედ მესამედ დაასახელეს

0
67

კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შესახებ ლიგა 1-ის პრესსამსახური იუწყება. პსჟ-ს და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ეს ჯილდო ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. მან განვლილ სეზონში საფრანგეთის პირველობაზე ჩატარებულ 34 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა. მბაპემ პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში გამართულ 45 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „რენის“ თავკაცი ბრუნო ჟენეზიო აღიარეს. საუკეთესო მეკარედ პსჟ-ს იტალიელი კარის დარაჯო ჯანლუიჯი დონარუმა აღიარეს. საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე „მარსელის“ ფეხბურთელი ვილიამ სალიბა გახდა.
სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: დონარუმა (პსჟ), ჟონათან კლაუსი („ლანსი“), მარკინიოსი (პსჟ), სალიბა („მარსელი“), ნუნუ მენდეში (პსჟ), სეკო ფოფანა („ლანსი“), ორელიენ ჩუამენი („მონაკო“), დიმიტრი პაიე („მარსელი“), მარტენ ტერიე („რენი“), ვისამ ბენ იედერი („მონაკო“), კილიან მბაპე (პსჟ).