„დინამომ“ და „საბურთალომ“ ქულები ისევ გაიყვეს, სანიოლი “დინამო არენაზე”

0
64

თბილისის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში თანაქალაქელ „საბურთალოს“ ვერც მეორე მატჩი მოუგო. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საწყის ორ წრეში იმდენი შეძლოა, რომ არც კახა ცხადაძის გუნდთან წააგო და არც გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამოსთან“.
მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩი „დინამომ“ „საბურთალო“ ბორის პაიჭაძის სახელობი „დინამო არენაზე“ მიიღო და გუნდბმა ქულები გაიყვეს – 0:0.
შესვენებამდე ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ და ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, რომ მარცხენა ფრთიდან გვინეელმა უსმანე კამარამ შეუტია, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. 30-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ დაახლოებით 26 მეტრიდან დაარტყა და იური ტაბატაძეს თავის საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ დინამოელთა მოთხოვნის მიუხედავად მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი არ დანიშნა.
39-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან საბა ხვადაგიანის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ საიმონ ბენიომ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა და სტუმრები გოლის გაშვებისგან გუნდის კაპიტანმა იური ტაბატაძემ იხსნა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლევან ნონიკაშვილმა მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გიორგი გულიაშვილი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში კამარამ ახლო მანძილიდან დაარტყა და თორნიკე მეგრელიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. 55-ე წუთზე, ლევან ნონიკაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ლაშა შინდაგორიძის თავურის მერე ესპანელმა მეკარე პრიეტომ ნახტომში დინამოელები გოლის გაშვებისგან იხსნა.
ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ, როდესაც გიორგი პაპავამ საჯარიმოსს მისადგომებიდან დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ძირითადი დროის დარულებამდე 10 წუთით ადრე ლევან ნონიკაშვილის საუცხოო პასის შემდეგ „დინამოს“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ტაბატაძე პრიეტოსთან პირისპირ დარჩა და პასს კარის წინ მდგომ ირაკლი სიხარულიძეს უკეთებდა, მაგრამ ესპანელმა გოლკიპერმა ბურთი ჩაჭრა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ 26 ქულით მეორეა, ხოლო „საბურთალო“ 23 ქულით -მეოთხე. ცნობისთვის, განვლილ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრო.
მე-14 ტურის დანარჩენი 4 მატჩი ხვალ ჩატარდება.