ლოპეტეგი “სევილიადან” მიდის

0
69

ხულენ ლოპეტეგი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “სევილიას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს, იუწყება ჟურნალისსტი ხოსე მანუელ გარსია თავის ტვიტერის გვერდზე.
ესპანელს სპეციალისტს ანდალუზიელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ მას შეუძლია ერთ-ერთი პუნქტით ისარგებლოს, რომელიც კლუბიდან ნაადრევად წასვლის უფლებას აძლევს.
ლოპეტეგიმ “სევილიადან” წასვლა მას მერე გადაწყვიტა, რაც სხვა კლუბიდან, რომლის ვინაობა არ ხმაურდება, მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო.
სევილიელთა ხელმძღვანელები ლოპეტეგის გადადგომის შესახებ განცხადებას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ განაცხადებენ.
55 წლის სპეციალისტი ანდალუზიელებს 2019 წლიდან წვრთნის და 2020 წელს უეფას ევროპა ლიგა მოაგებინა.