უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის ბოლო ტურში “უიპეშტი”, სადაც ქართველი ფორვარდები ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე გამოდიან, ბოლო ტურში სტუმრად “მეზიოკიოვეშდს” შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
მასპინძლები მე-3 წუთზე ჯურინამ დააწინაურა. 59-ე წუთზე კატონამ საპასუხო ბურთიშ გაიტანა. 66-ე წუთზე “მეზიოკიოვეშდის” მცველები თავისი საჯარიმოს ახლოს შეცდნენ ბურთის ამოტანის დროს, რომელაც ბერიძე დაეუფლა და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად “მოჭრა” – 1:2. 69-ე წუთზე მას თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ შეეძლო, როდესაც ზივზივაძისს გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჭკვიანურად დაარტყა, მაგრამ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 71-ე წუთზე ქსონგვაის პასის მერე ზივზივაძემ მაპინლები კარი ახლოს ძელთან მცველს დაასწრო და ვარდნაში გაიტანა – 1:3. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “მეზიოკიოვეშდიდან” თავი ბეშიროვიჩმა გამოიჩინა. ზივზივაძემ და ბერიძემ შეუეცვლელად ითამაშეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ “უიპეშტი”, რომელიც პირველი ეტაპის შემდეგ გასავარდნა ზონაში იყო, ახლა მე-5 ადგილზეა. “ფეჰერვარიდან” განათხოვრებულმა ზივზივაძემ 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბრდირი გახდა, ხოლო ბერიძემ 27 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა და მხოლოდ თანამემამულეს ჩამორჩა. ასევე, ზივზივაძემ გოლი “ფეჰერვარში” გაიტანა.
“მეზიოკიოვეშდში” ქართველ მარცხენა მცველ ლუკ ლაკვეხელიანს არ უთამაშია, რომელიც ტრავმებმა გააწამეს და განვლილ სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა. ზივზივაძემ ახალი სეზონის წინ “ფეჰერვარში” დაბრუნდება, ხოლო ბერიძემ “უიპეშტთან” კონტრაქტი ამოეწურა და ჯერ უცნობია კარიერას სად განაგრძობს.





