კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთში

0
30

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასას ბოლოსწინა ტურში საგოლე პასი მიითვალა. “კრაკოვიამ”, რომელშიც ქართველი მცველი გამოდი, პლოცკის “ვისლა” მიიღო და 3:0 გაიმარჯვა.
კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ანგარიში პესტკამ გახნა. 31-ე წუთზე პესტკამ დუბლი შეასრულა, ხოლო 69-ე წუთზე თავი ჰებომ გამოიჩინა. ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. ბოლო, 34-ე ტურის წინ “კრაკოვია” 46 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
კაკაბაძე პოლონეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და 18 შეხვედრაში გატანილი სამი გოლის გარდა, ერთი საგოლე პასი შეასრულა.