ელოშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

0
50

ლევან ელოშვილი ავსტრიის მე-2 ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა. 28-ე ტურშის „კაპფენბერგმა“ თავის მოედანზე ვენის „აუსტრია II” 5:1 გაანადგურა და ქართველთა თავდამსხმელმა თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა. 22-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ მასპინძლები 3:0 დაწინაურდნენ. ელოშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა და ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. „კაპფენბერგი“ 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.