ალეგრი ანჩელოტიზე: „ტრენდები დროებითი მოვლენაა – კლასიკა რჩება“

0
56

მადრიდის „რეალის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ (3:1) გამარჯვებისა და ფინალში გასვლის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამეფო კლუბის“ თავკაც არლო ანჩელოტისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა.
„ზღაპრული თამაში იყო. პირველ ყოვლისა, ორსატოს გამოვარჩევ, რომელიც თამაშს საუცხოოდ ხელმძღვანელობდა. ის ჩემთვის საუკეთესო იტალიელი მსაჯია. „რეალმა“ დაამტკიცა, რომ მატჩები ფინალურ სასტვენამდე არასოდეს მთავრდება. ხასიათი და ინდივიდუალიზმი შედეგს აკეთებს, ისევე როგორც ტექნიკა და ფიზიკური სიძლიერე.
ჩემი კომპლიმენტები კარლოს. მან რაღაც ექსტრაორდინალური გააკეთა. ყველა მოპოვებული ჯილდო მიუხედავად, მას აკრიტიკებდნენ და ანჩელოტიში მოდურ მწვრთნელს ვერ ხედავდნენ. თუმცა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ტრენდები დროებითი მოვლენაა, ხოლო კლასიკა ყოველთვის რჩება. ისევე როგორც ლურჯი ან ნაცრისფერი კოსტუმი.
ანჩელოტი კლასიკოსი მწვრთნელია, რაც თავის კარიერაში არაერთხელ დაამტკიცა. მან საჩემპიონო ტიტული ხუთ სხვადასვა ლიგაში მოიგო, რაც მხოლოდ მისალოცია“ – იუწყება ალეგრის ნათქვამს football-italia.net.