საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები, 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.
გორში გასამართი მატჩი, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის შესახებ ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
3 ივნისი – საქართველო V რუმინეთი




