ყაზაიშვილის მეორე გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში

0
46

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-9 ტურში „ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის შინ „დეგუს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
სტუმრებმა მე-7 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 54-ე წუთზე გაიტანეს. 77-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ყაზაიშვილმა თანაგუნდელისგან ბურთი მიიღო და გატე ტერფით შორელ კუთხეშში „მოჭრილი“ დარტყმით გაიტანა – 2:1. „ულსანმა“ მეტოქის კარი მესამედ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე აიღო.
ყაზაიშვილის გუნდს 23 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. „ულსანი“ მომდევნო მატჩს 10 აპრილს აზიის ჩემპიონთა ლიგის I ჯგუფში სტუმრად იაპონიის „კავასაკი ფრონტალესთან“ ჩაატარებს. ნახსენებ ჯგუფში ასევე ჩინეთის „გუანჯოუ“ და მალაიზიას „ჯოჰართან“ ჩაატარებს.