შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ჰალ სიტიმ” სახლში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ქართველი სპეციალისტის შეგირდები ჩემპიონშიფის მე-40 ტურში “ჰადერსფილდს” დაუპირისპირდნენ და სტუმრებმა ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. “ჰადერსფილდიდან” თავი 79-ე წუთზე ტოფოლომ გამოიჩინა.
“ჰალმა” მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ჩაატარა, რადგან პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავდამსხმელმა ივისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა.
არველაძის დანიშვნის შემდეგ “ჰალმა” სახლში 6 თამაში წააგო და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. ჰალელები 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზე არიან.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის “დინამო” შინ “შალკესთან” 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “დინამო” 28 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.





