ვაწაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

0
101

მათე ვაწაძე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ფორვარდი „გაგრაში“ ითამაშებს. ვაწაძემ გასული წელი უზბეკეთის „ქიზილქუმში“ გამოდიოდა. ასევე, 33 წლის ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში თბილისის „დინამოში“, ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“, გორის „დილაში“, დანიის „ორჰუსში“, „სილკებორგში“, „ვიბორგში“, თბილისის „ლოკომოტივში“ და ლატვიის „ლიეპაიაში“ გამოდიოდა. მან საქართველოს ნაკრებში 15-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შარშან დაბრუნებულმა „გაგრამ“ ვაწაძის გარდა აგრეთვე მეკარე ბექა ქურდაძე,, ნიკა ჭანტურია, ზურაბ სეხნიაშვილი, შოთა კერძევაძე, თემურ შონია, ვალერი ვოლხოვი, გიორგი ბუხაიძე, მათე კვირკვია და  თემურ ჩოგაძე დაიმატა.