აგდამის „ყარაბაღის“ მთავარი მწვრთნელი გურბან გურბანოვი ქართველ მეკარე ლუკა გუგეშაშვილსს გამოექომაგა, რომელიც ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში სტუმრად „მარსელთან“ (1:3) წაგებული მატჩის შემდეგ აზერბაიჯანულმა მედიამ გააკრიტიკა.
საპასუხო შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მას გუგეშაშვილის თაობაზე ჰკითხეს.
-პირველი მატჩის შემდეგ გუნდის ახალი მეკარის ლუკა გუგეშაშვილის სუსტი თამაში განსახილველი თემა იყო. მას ცალკე ესაუბრეთ?
გურბან გურბანოვი: „ჩემი ფეხბურთელების შეცდომების განხილვა არ მიყვარს. ლუკას პლუსი მისი ცივსისხლიანობაა. მას ტექნიკური შეცდომები ჰქონდა და ამისგან დაზღვეული არავინაა. მეკარეები ასეთ შეცდომებს ევროპაშიც უშვებენ. ეს გლობალური პრობლემა არაა. „მარსელთან“ თამაშის შემდეგ კი არა, მას ყოველთვის ვესაუბრები. ლუკა დიდ პოტენციალს ფლობს და ყველაფერი აქვს, რომ კიდევ მოუმატოს. ვფიქრობ, მე ბევრი დამეთანხმება. მუშაობით ტექნიკური შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. მას ასეთი მატჩების გამოცდილება სჭირდება, როგორიც ჩვენს სხვა მოთამაშეებს აქვთ. არ მიმაჩნია, რომ მასზე ზეწოლაა საჭირო. ის მატჩისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს. გამარჯვება ყველას სსურს და მისი შეცდომები ამიტომ განიხილება. მას ვენდობი. ლუკას საუკეთესოდ თამაში უნდა, რომ წარმატების ნაწილი გახდესს. მეკარის შეცდომებს ყოველთვის ყველაზე უფრო ხშირად განიხილავენ. შეცდომები აღმოფხვრა შესაძლებელია“.





