საქართველოს ჩემპიონი თურქეთიდან გამარჯვებული მოდის

0
227

ბათუმის “დინამომ” თურქული შეკრება გამარჯვებით დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ამხანაგური შეხვედრა უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელ “ინგულეცთან” ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
უკრაინელებმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს, ხოლო ბათუმელებმა საპასუხო ბურთი მე-13 წუთზე გაიტანეს – კუთხურის ჩაწოდების შემდეგ უკრაინელმა მცველმა ოლექსანდრ აზაცკიმ ბურთი ერთი შეხებით კარში გადაგზავნა. 49-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტი ზუსტად დაარტყა და საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მოაგებინა.
გეგუჩაძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ალავიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (კ), ტეიდი, ჩაბრაძე, რადინი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, ზარია, მამუჩაშვილი, ფანცულაია.