„სიტიმ“ ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო – „ჩელსის“ წაუგებელი სერია შეწყდა

0
48

ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 70-ე წუთზე სტუმართა კარი ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა აიღო. მან პრემიერ ლიგური კარიერის მანძილზე „ჩელსისა“ და „არსენალს“საერთო ჯამში 10 ბურთი გაიტუნა – 5-5 თითოეულის კარში.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმ ლონდონელებმა ორი ტაიმის განმავლობაში „სიტის“ კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრეს. „ჩელსიმ“ გასული წლის 4 დეკემბრიდან პირველად წააგო და თომას ტუხელის შეგირდების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგეს და 56-ე ქულითა სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან. „ჩელსი“ 43 ქულით მეორეა, ხოლო „ლივერპული“ 42 ქულით – მესამე, მაგრამ მერსისაიდელებმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.