აბურჯანია ქულა სტუმრად, არაბულმა სახლში მოიგო

0
53

„ჟილ ვისენტემ“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-18 ტურში სტუმრად „ბოავიშტას“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1. მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 68-ე წუთზე გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 27 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-18 ტურში „ლამიამ“, სადაც გიორგი არაბული თამაშობს, შინ „იონიკოსი“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. „ლამია“ 14 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეთერთმეტეა.