ქუთაისის „ტოპედო“ მცველ სამუელ ინკუმს დაემშვიდობა. განელი ფეხბურთელი გუნდს 2021 წლის სეზონის წინ შეურთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
ინკუმი 2020 წელს „სამტრედიაში“ გამოდიოდა, სადაც საქართველოს ჩემპიონატში 14-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.
ის განას ეროვნულ ნაკრებში 2008-2015 წლებში გამოდიოდა და 44 მატჩში 1 გოლი მიითვალა. ინკუმი სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა.
