მოურინიოს მე-2 წაგება 1024 მატჩში – „იუვენტუსმა“ „რომასთან“ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა

0
17

ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში მეორედ, პორტუგალიელის გაწვრთნილი გუნდი მას მერე დამარცხდა რაც ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მოურინიოს სხვადასხვა გუნდების მთავარი მწვრთნელის თანანმდებობა 21 წელიწადია უკავია და მის ანგარიშზე 1024 მატჩია.
„რომა“, რომელსაც პორტუგალიელი თავკაცობს იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში შინ ტურინის „იუვენტუსს“ შეხვდა და 3:4 დამარცხდა. მატჩის მე-11 წუთზე ანგარიში ტეო აბრაჰამმა გახსნა, რომელმაც ყველა ტურნირში 14 გოლი გაიტანა, რაც ევროპს ტოპ-5 ლიგაში მოასპარეზე ინგლისელი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო შედეგია. მე-18 წუთზე საპასუხო ბურთი პაულუ დიბალამ გაიტანა. 48-ე წუთზე მასპინძლები გენრიხ მხითარიანმა დააწინაურა, რასაც 53-ე წუთზე ლორენცო პელეგრინის გოლი მოჰყვა – 3:1. 70-ე წუთზე ანგარიში ერთ ბურთამდე მარიო ლოკატელიმ შეამცირა. 72-ე წუთზე დეიან კულუსევსკიმ რომაელთა კარი მესამედ აიღო, ხოლო წუთ წუთში მატია დე შილიამ ტურინელები წინ გაიყვანა და საბოლოოდ 3 ქულა მოუტანა. მანამდე, 81-ე წუთზე სტუმართა მცველმა მატეის დე ლიხტმა თავის საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პელეგრინიმ შეასრულა და შჩესნიმ ბურთი მოიგერია.
მოურინიოს კარიერაში პირველად მგავსი ფაქტი 2015 წლის იანვარში მოხდა, როდესაც მისი გაწვრთნილი „ჩელსი“ ინგლისის ასოციაციის თასის მე-4 რაუნდში „ბრენტფორდს“ 2:0 უგებდა და 2:4 წააგო.
ასევე, მოურინიოს კარიერაში მეორედ მოხდა, რომ მისმა დამოძღვრილმა გუნდმა შინ 4 გოლი გაუშვა. პირველად ასეთი რამ „ბრენტფორდთან“ ნახსენებ დაპირისპირებაშ დაფიქსირდა. აქვე გეტყვით, რომ მოურინიომ საერთო ჯამში როგორც მწვრთნელმა 502 საშინაო შეხვედრა ჩაატარა.