კლეი ტომპსონი დაბრუნდა

0
83

„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ვარსკვლავი კლეი ტომპსონი ტრავმით გამოწვეული ორწლინახევრიანი პაუზის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა. ტრავმამოშუშებულმა ტომპსონმა კალიფორნიული გუნდის შემადგენლობაში „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში 20 წუთი იასპარეზა.
„უორიორზმა“ 96:82 მოიგო, კლეი ტომპსონმა კი 17 ქულა (7/18 თამაშიდან, 3/8 – სამქულიანები) დააგროვა, ამასთან სამი მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„დაბრუნებით ბედნიერი ვარ, საოცარი ემოცია მივიღე და გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. ამ საღამოს არასდროს დავივიწყებ“, – განაცხადა მატჩის შემდეგ კლეიმ.