ქუთაისის „ტორპედომ“ მცველი ლაშა შერგელაშვილი და გარემარბი აკაკი შულაია დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
29 წლის შერგელაშვილი გასულ სეზონში „თელავში“ გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ჩატარებულ 35 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის „ტორპედოში“ 2011-2013 წლებშიც თამაშობდა და 9 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
25 წლის შულაიამ 2021 წლის სეზონი თბილისის „საბურთალოში“ გაატარა, სადაც 32-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა.
