ქეცბაიას გუნდმა უიღბლო სერია შეწყვიტა – კაჭარავამ პენალტები „გამოიმუშავა“

0
55

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში 4-მატჩიანი (3 წაგება და 1 ფრე) მოუგებელი სერია შეწყვიტა. მე-13 ტურში ფამაგუსტელები „დოქსას“ დაუპირისპირდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს, თუმცა, უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში მეკარე გიორგი ლორია და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა იყვნენ. 26-ე წუთზე, კაჭარავამ პენალტი „გამოიმუშავა“, რომელიც პოპოვიჩმა ვერ გამოიყენა. 38-ე წუთზე ანგარიში დელეტიჩმა გახსნა. კაჭარავამ 59-ე წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ვარდამ წუსტად შეასრულა. ქართველი ფორვარდი მე-60 წუთზე შეცვალეს. „დოქსას“ სასტარტოში ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იყო, რომელმაც მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 64-ეზე მოედანი დატოვა.
„ანორთოსისი“ 16 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, „დოქსა“ კი 11 ქულით მეათეა.