ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა. უეფას ამისთვის კენჭისყრის ჩატარება მეორედ დასჭირდა, რადგან პირველ ჯერზე პროცედურის პროგრამულ უზრუნველყოფაში ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, რის გამო ისეთი გუნდები დაწყვილდნენ, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ ჯგუფში თამაშობდნენ, რაც დაუშვებელია.
უეფას მიერ იმავე შემადგენლობით ხელმეორედ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:
“ზალცბურგი” – “ბაიერნი” (მიუნხენი)
“სპორტინგი” (ლისაბონი) – “მანჩესტერ სიტი” (მანჩესტერი)
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “აიაქსი” (ამსტერდამი)
“ჩელსი” (ლონდონი) – “ლილი”
“ატლეტიკო” (მადრიდი) – “მანჩესტერ იუნაიტედი” (მანჩესტერი)
“ვილიარეალი” – “იუვენტუსი” (ტურინი)
“ინტერი” (მილანი) – “ლივერპული”
პსჟ (პარიზი) – “რეალი” (მადრიდი)
1/8-ფინალის პირველი მატჩები 15-16 და 22-23 თებერვალს, ხოლო საპასუხო 8-9 და 15-16 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2022 წლის 28 მაისს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ-პეტერბურგში “გაზპრომ არენაზე” 28 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





