ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის ბეტისი ბადალონას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 2 ქულით დამარცხდა – 82:84. ბეტისმა ბოლო პერიოდი 12 ქულით მოიგო, მაგრამ მანამდე ისეთი ანგარიშით აგებდა, რომ საბოლოო წარმატებისთვის ეს გაქცევა არ ეყო.
ბურჯანაძემ 25:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც თავი 11 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბეტისმა ამ სეზონში მეთერთმეტედ წააგო. ბურჯანაძის გუნდი მე-18 ადგილზეა. ბექას კლუბი მომდევნო ტურში ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშებ, რომელიც ამ დროისთვის მე-8 ადგილზეა.





