ბაჩანა არაბულმა მიმდინარე სეზონში საბერძნეთის სუპერლიგაში თავი მესამედ გამოიჩინა. მე-13 ტურში „ლამია“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის, სტუმრად პაოკს შეხვდა და 1:0 წააგო.
არაბული სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-7 წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა. პაოკმა ანგარიში მე-18 წუთზე გაათანაბრა, ხოლო 64-ეზე მეორე გოლი გაიტანა.
27 წლის არაბულმა ამ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში 10-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. „ლამია“ 10 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
