კრისტალბეთ ერონული ლიგის დასრულების შემდეგ ბათუმის „დინამო“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ დატოვა, რომელმაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა.
29 წლის ნახევარმცველმა განვლილ სეზონში ბათუმელთა შემადგენლობაში ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ის „დინამოში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და წინა ორ სეზონში საერთო ჯამში 46 შეხვედრა ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მანჯგალაძე შავიზღვისპირელთა მაისურით წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მანამდე 2-ჯერ ვერცხლის მედლები მოიპოვა. მანჯგალაძე კარიერის განმავლობაში ბათუმის „დინამოს“ გარდა, უკრაინის პოლტავის „ვორსკლაში“, „ჩიხურაში“, „სიონში“, „სამტრედიაში“, აზერბაიჯანის „ქიაფაზში“ და ლატვიის „ვენტსპილსში“ თამაშობდა. მან პირველად ეროვნული ლიგის ოქროს მედლები 2016 წელს „სამტრედიას“ მაისურით მოიგო.





