აბურჯანის საუცხოო საგოლე გადაცემა და სტუმრად აღებული სამი ქულა

0
53

„ჟილ ვისენტემ“, რომლის ღირსებას გიორგი აბურჯანია იცავს, პორტუგალიის პრემიერ ლიგის მე-14 ტურში სტუმრად „პასუსს ფერეირას“ მოუგო, რაშიც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმა შეიტანა.
მე-13 ტურისგან განსხვავებით, როდესაც აბურჯანია „ჟილ ვისენტეში“ გადასვლის შემდეგ, ამ სეზონში ჩემპიონატში გუნდის სასტარტოში პირველად მოხვდა, ის თადარიგში იმყოფებოდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო და მოედნიდან შესვლის შემდეგ 5 წუთში ერთი შეხებით საუცხოო პასი გაუკეთა ანტუან ლეოტის, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა – 0:1.
„ჟილ ვისენტე“ 20 ქულით 18-გუნდიან პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში მე-6 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში “რაკუვმა” “პიასტ გლივიცე” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია არ იყო. “რაკუვი” 32 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.