“ბარსელონა” ორშაბათის მოლოდინში…

0
65

კატალონიის ,,ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯფუფში მესამე ადგილი დაიკავა, რის გამოც ჩავის გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგის პლეი ოფში გააგრძელებს.
მეთექვსმეტედფინალში, რომლის წილისყრა ორშაბათს გაიმართება, კატალონურ გრანდს ექვსი შესაძლო მეტოქე ჰყავს. მათ შორის გლაზგოს “რეინჯერსი”, “ნაპოლი”, პირეოსის “ოლიმპიაკოსი”, რომის “ლაციო”, “ბრაგა” და ზაგრების “დინამო” არიან.
“ბარსელონა” პირველ შეხვედრას 17 თებერვალს, საკუთარ მოედანზე გამართავს, 24-ში მეტოქეს ესტუმრება.
ევროპა ლიგის ფინალს 18 მაისს ესპანეთის ანდალუსიის ქალაქი სევილია უმასპინძლებს.