„აპოლონში“ მხოლოდ ინჯგია ათამაშეს, პაპუნაშვილი კლუბიდან მიდის

0
70

„აპოლონმა“, სადაც ორი ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია ირიცხება, კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად „ეთნიკოსთან“ მინიმალური ანგარიშით მოიგო. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ტონმა გაიტანა.
ქართველი ლეგიონერებიდან „აპოლონში“ მხოლოდ ინჯგიამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. პაპუნაშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკმარეს. მისი აგენტის თქმით, კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკება დაწყებულია და გიორგი ზამთარში „აპოლონიდან“ წავა. ინჯგიას რაც შეეხება, მან ამ სეზონში მეოთხედ ითამაშა და სასტარტოში ჯერ ვერ მოხვდა. „აპოლონი“ 28 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს.