ბეგლარიშვილის 23-ე გოლი ესტონეთში

0
61

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მორიგი გოლი გაიტანა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულში „ლევადია“ სტუმრად „ტრანსს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.

ტალინელებმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნეს, ხოლო ბეგლარიშვილმა 71-ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს.

31 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი (29 სასტარტოში) ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. ბეგლარიშვილმა საერთო ჯამში მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო და 6 საგოლე პასი გააკეთა.

„ლევადია“ 77 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და მე-2 ადგილზე მყოფ „ფლორას“ 4 ქულით ასწრებს.