ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება საგოლე გადაცემით აღნიშნა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში პოზნანელებმა თანაქალაქელი „ვარტა“ მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მისი პასის მერე იშაკმა მეტოქის კარი მეორედ აიღო.
„ლეხი“ 35 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასაში ლიდერია.
„რაკუვმა“ თავის მოედანზე „ზაგლებიეს“ 4:0 აჯობა და საქართველოს ნაკრების შუახაზელი ვაკო გვილია თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. „რაკუვი“ 29 ქულით მე-4 პოზიციაზეა.





