ვილი სანიოლი:”კვარაცხელიას ტრანსფერზე ნაკლები ისაუბრეთ და მას თამაში აცალეთ”

0
57

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლის მიაჩნია, რომ მაღალი მიზნისთვის საბრძოლველად სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

მან ამის შესახებ მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში შვედეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაპირველად მას შვედმა ჟურნალისტმა ჰკითხა ჰქონდა თუ არა კომუნიკაცი გუნდთან, რადგან დისკვალიფიკაციის გამო მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. სანიოლმა იხუმრა, რომ დიდი ხმა აქვს და კომუნიკაცია არ გაიჭრვებია.

შვედი ჟურნალისტის კითხვაზე ეკეთა თუ არა მის ასისტენტ ზურა ხიზანიშვილს ყურსასმენი, ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა: “კი, საოპერო მუსიკას უსმენდა. გლაზგო რეინჯერსში თამაშობდა 15 წლის წინ და იქ მიეჩვია”.

ვილი სანიოლი:”ხვიჩა ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო. თუმცა მან იცის, რომ ჩვენგან სრული ნდობა აქვს და ზოგადად, საქართველოში ყველას უყვარს მისი თამაშის ყურება. მე გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და აცადოთ თამაში. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან თუ ასე თამაშს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება დიდ კლუბში.

შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა, მან თავადაც გვანიშნა, რომ თამაში აღარ შეეძლო. ეს კი კარგია, რადგან ნიშნავს, რომ ის მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა

კაკაბაძე კოსოვოსთანაც და დღესაც ძალაინ დაგვეხმარა. რაც შეეხება გურამ კაშიას: მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა სხვა ფორმატში, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

მე ვიტყოდი, რომ პირველ თამაშში შვედეთს გაუმართლა და იქ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ზოგადად, შვედეთს ესპანეთთან და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. შვედეთის ნაკრები დიდი ხანია, მსგავსი სტილის ფეხბურთს თამაშობს, განსხვავებაა, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩია მოედანზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვედეთზე ძლიერი გუნდი გვყავს. ვიცით, რომ მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ამიტომ, ძალიან გვიხარია ეს გამარჯვება.

სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელებს ტრავმები არ უნდა ჰქონდეთ. მარტში ამ მხრივ კარგი მდგომარეობა იყო, სექტემბერში – არა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა იქნება ჩემს განკარგულებაში.

დიდი მადლობა ქომაგებს ასეთი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. თუმცა, სად უფრო კარგი ატმოსფერო იყო, ესპანეთთან თბილისში თუ დღეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქართველოს ნაკრები ყველა ქართველისაა, იქნება ეს თბილისში, ბათუმში, გორში თუ ქუთაისში”.