ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” ლონდონის “ჩელსი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ოირვე გუნდმა პირველ 45 წუთში კარის ჩარჩოში ბურთი ერთხელ მოახვედრა.
მეორე ნახევარის განახლებიდან 10 წამი გავიდა, რომ ფედერიკო კიეზა ლონდონელთა მცველებს დაუსხლტა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
“ჩელსიმ” ყველა ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში გოლი პირველად გაუშვა.
“იუვენტუსის” ცენტრალურ მცველ ლეომარდო ბონუჩისთვის “ჩელსისთან” შეხვედრა იტალიური კლუბის მაისურით კარიერაში 450-ე აღმოჩნდა.
H ჯგუფის მეორე მატჩში სანკტ პეტერბურგის “ზენიტმა” შინ შვედეთის “მალმიოს” 4 უპასუხო ბურთი გაუტანა.
“იუვენტუსს” 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერა. “ჩელსი” 3 ქულით მეორეა, ხოლო “ზენიტი” ამდენივე ქულით მესამე. უქულო მალმიო ბოლოა.





