ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
მე-9 ტურში ყაზანელები სტუმრად მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ ერთ წუთში შეცვალეს.
მოსკოველებიდან 32-ე წუთზე ანგარიში ფომინმა გახსნა, ხოლო 59-ეზე მეორე გოლი გრულევმა გაიტანა.
„რუბინი“ 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





