პოზნანის „ლეხმა“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს, მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი მატჩი წააგო.
მე-9 ტურში პოზნანელები ბიალისტოკის „იაგიელონიას“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გაიტანეს.
კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მარცხის მიუხედავად პოზნანელები 18 ქულით 18-გუნდიან ექსტრაკლასას ლიდერობენ.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-4 ტურში „დოქსამ“ ახნას „ეთნიკოსი“ მიიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ავთო ებრალიძე მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
„დოქსა“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-7 ტურში “ჟილ ვისენტემ” “პორტუს” უმასპინძლა და 1:2 წააგო.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ჟილ ვისენტე” 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.





