ბექა ბურჯანაძის შედეგიანი დებიუტი “ბეტისში” და გამარჯვება ოვერტაიმში

0
23

ბექა ბურჯანაძის დებიუტი “ბეტისში” წარმატებული აღმოჩნდა.

ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშა და თავის გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა 12:26 წუთში 17 ქულა მიითვალა, მისმა “ბეტისმა” კი “ანდორა” დამატებით დროში – 102:98 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბექა 3 წლის წინ “ანდორას” ღირსებას იცავდა და მან ამჯერად ყოფილი გუნდის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. ბურჯანაძემ შესაშური სიზუსტე გამოავლინა და 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის MVP კეიდენ კარინგტონი გახდა. მან 22 ქულა, 4 მოხსნა და ერთი პასი მოიპოვა. მონტენეგროელ მარკო ტოდოროვიჩს ბეტისის რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა – მან 20 ქულასა და 11 მოხსნას 4 გადაცემაც დაუმატა.

მომდევნო ტურში, 23 სექტემბერს “ბეტისი” სტუმრად “მურსიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს.