„ბაიერნის“ საშინაო მატჩებს 25000 გულშემატკივარი დაესწრება

0
31

მიუნხენის „ბაიერნის“ საშინაო მატჩებს 2021-2022 წლების სეზონში 25000 გულშემატკივარზე მეტი ვერ დაესწრება, რის შესახებ ბავარიელთა პრესსამსახური იუწყება.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ ეტაპზე იმ სტადიონებზე სადაც 25000 ქომაგზე მეტი არ ეტევა, გულშემატკივრები ტრიბუნების ნახევარს შეავსებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ „ბაიერნის“ საშინაო სტადიონ „ალიანც არენაზე“ 75024 ადამიანი ეტევა, ამ შემთვევაში მიდგომა განსხვავებულია.

სხვათა შორის, ბუნდესლიგის მე-2 ტურში „ბაიერნი“ – „კიოლნის“ (3:2) თამაშზე მხოლოდ 20000 ქომაგი დაუშვეს.