მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ალჟირს დაეხმარა, რომელიც ხანძრებით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრას ცდილობს, იუწყება Shoot Africa.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ალჟირელთა დასახმარებლად 2 მილიონი ევრო გაიღო.
ხანძრები კაბილიას რეგიონში მოხდა, რომელიც დედაქალაქ ალჟირის აღმოსავლეთითაა.
ზიდანის მშობლები წარმოშობოთ სწორედ კაბილიადან არიან. ისინი საფრანგეთში 1953 წელს გადასახლდნენ.




