კიტეიშვილმა ევროპა ლიგა გოლით დაიწყო

0
39

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გრაცის „შტურმმა“, სადაც ქართველი ლეგიონერი გამოდის, სტუმრად სლოვენიის „მურა“ 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მარჯვენა ფლანგიდან კელვინ იებოას ჩაწოდების შემდეგ კიტეიშვილმა ვარდნაში ბურთი კარში თავით გადაგზავნა.

მანამდე, მე-3 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, ხოლო ავსტრიელებმა საპასუხო ბურთი მე-18 წუთზე პენალტიდან გაიტანეს, რომელიც კიტეიშვილმა “გამოიმუშავა”.

„შტურმმა“ 63-ე წუთზე სლოვენიელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა. კიტეიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს.

ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ავსტრიაში 26 აგვისტოს გაიმართება.