კანკავამ და კაშიამ საბერძნეთში წააგეს

0
21

ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში საბერძნეთში „ოლიმპიაკოსთან“ 0:3 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერები სლოვაკების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს.

„ოლიმპიაკოსიდან“ ანგარიში 27-ე წუთზე კამარამ გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

53-ე წუთზე „სლოვანის“ კარი სისემ აიღო, ხოლო 88-ე წუთზე ბოჟიკოვმა ავტოგოლი მიითვალა.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლაველები „ოლიმპიაკოსს“ 26 აგვისტოს უმასპინძლებენ.