ეკატერინბურგის „ურალის“ ნახევარმცველ ლუკა გაგნიძეს კორონავირუსი აქვს.
ეს ინფორმაცია sport-express.ru-სთან 18 წლის ფეხბურთელის აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა დაადასტურა.
„ლუკას მართლაც კორონავირუსი აქვს, მაგრამ ახლა თავს უკეთსად გრძნობს. რამდენიმე დღის შემდეგ ის ვარჯიშს დაიწყებს“ – აღნიშნა ლილუაშვილმა.
გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. მოსკოველებმა ქართველი „ურალში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.





