„უოტფორდმა“, რომელსაც თბილისის „დინამოს“ ექსთავკაცი ჩისკო წვრთნის, თურქეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ოზან ტუფანი დაიმატა.
„ფენერბახჩემ“ 26 წლის ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბში მიმდინარე სეზონში ბოლომდე გაანათხოვრა.
გასულ სეზონში, ოზან ტუფანმა „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 41 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
მან თურქეთის ნაკრებში 63-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო.
„უტფორდი“ პრემიერ ლიგაში 2020-2021 წლების სეზონში ჩისკოს ხელმძღვანელობით დაბრუნდა.
ესპანელის გაწვრთნილებმა ამ სეზონის პირველ შეხვედრაში „ასტონ ვილა“ 3:2 დაამარცხეს.




