„სასუოლომ“ ლოკატელი „იუვენტუსში“ გაანათხოვრა

0
15

მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ განაგრძობს.

„სასუოლომ“ 23 წლის იტალიელი ნახევარმცველი ორი წლით ტურინის „იუვენტუსში“ გაანათხოვრა.

თუ ფეხბურთელი ახალ კლუბში წარმატებით ითამაშებს, „იუვენტუსი“ ვალდებულია ლოკატელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს, ხოლო თანხას 3 წლის განმავლობაში გადაიხდის.

გარდა ამისა, „სასუოლომ“ შესაძლოა 12,5 მილიონ ევრო ბონუსის სახით მიიღოს.

ლოკატელიმ, რომელიც „მილანის“ აღზრდილია, „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 99 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მან მიმდინარე ზაფხულში იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო-2020 მოიგო.